კონფიდენციალურობის პოლიტიკა
აპლიკაცია Tamada და საიტი MyTamada.ge · განახლდა 2026 წლის 25 აგვისტოს
მოკლედ
აპლიკაცია Tamada არ ითხოვს რეგისტრაციას, არ აგროვებს პერსონალურ მონაცემებს და საერთოდ არ უკავშირდება ინტერნეტს. სახელები, რომლებსაც სუფრის შესადგენად შეიყვანთ, რჩება მხოლოდ თქვენს ტელეფონში.
საიტი MyTamada.ge ითვლის ვიზიტებს, მაგრამ ისე, რომ ვერავის ამოვიცნობთ.
აპლიკაცია
სადღეგრძელოების მთელი ბიბლიოთეკა აპშივეა ჩაშენებული, ამიტომ სუფრა ინტერნეტის გარეშეც იშლება. აპი არავითარ სერვერს არ მიმართავს.
თქვენ მიერ შეყვანილი სახელები და გაშლილი სუფრა ინახება მხოლოდ მოწყობილობის მეხსიერებაში, რომ აპის ხელახლა გახსნისას იქიდან განაგრძოთ. აპის წაშლა ამ მონაცემებსაც შლის.
„გაზიარების“ ღილაკზე დაჭერისას ტექსტს თქვენ თვითონ ირჩევთ ვის გაუგზავნით — ამას თქვენი ტელეფონის სტანდარტული ფანჯარა აკეთებს და ჩვენთან არაფერი მოდის.
საიტი
საიტი ინახავს გვერდის მისამართს, მოწყობილობის ტიპს (ტელეფონი / ტაბლეტი / კომპიუტერი), ბრაუზერის სახელს, გადმომისამართების დომენს და ინტერფეისის ენას. IP მისამართს, სრულ user-agent-ს, სესიის იდენტიფიკატორს და cookie-ს თვალთვალისთვის არ ვინახავთ.
მესამე მხარის ანალიტიკა, სარეკლამო ქსელები და სოციალური ქსელების ღილაკები საიტზე არ არის.
სუფრის შედგენისას შეყვანილი სახელები სერვერზე არ ინახება — ისინი მხოლოდ ტექსტის შესადგენად გამოიყენება და დაბრუნებულ პასუხთან ერთად თქვენს ბრაუზერში რჩება.
ბავშვები
აპი ქართული სუფრის ტრადიციას ეხება და ღვინის ხსენებას შეიცავს, ამიტომ ის მოზრდილებისთვისაა განკუთვნილი. ბავშვებისგან მონაცემებს განზრახ არ ვაგროვებთ — ისევე, როგორც არავისგან.
კონტაქტი
კითხვის შემთხვევაში მოგვწერეთ: ratiliklikadze@gmail.com
Privacy Policy
The Tamada app and the MyTamada.ge website · Updated 25 August 2026
In short
The Tamada app has no accounts, collects no personal data and makes no network calls at all. The names you type to build a supra stay on your phone.
The MyTamada.ge website counts visits, but in a way that cannot identify anyone.
The app
The whole toast library is bundled inside the app, which is why a supra can be generated with no signal. The app contacts no server.
The names you enter and the supra you generate are stored only in the device's own storage, so that reopening the app returns you to where you were. Deleting the app deletes them.
When you use the share button, you choose who receives the text: your phone's own share sheet does that, and nothing comes to us.
The website
The site records the page path, a coarse device type (mobile / tablet / desktop), the browser family, the referring domain and the interface language. It does not store IP addresses, full user-agent strings, session identifiers or tracking cookies.
There is no third-party analytics, no advertising network and no social widgets.
Names entered to generate a supra are not stored on the server — they are used to compose the text and stay in your browser with the result.
Children
The app is about the Georgian supra tradition and refers to wine throughout, so it is intended for adults. We do not knowingly collect data from children — as we do not from anyone.
Contact
Questions are welcome at ratiliklikadze@gmail.com